კომპანია
ბახვი ჰესი არის დეველოპერული კომპანია, რომელიც შექმნილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბახვისწყალზე, მდინარის მოდინებაზე მომუშავე ბახვი 1 და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურების პროექტების განსახორციელებლად. კომპანიის ინვესტორები არიან CCEH (კავკასიის განახლებადი ენერგიების ფონდი) და ავსტრიული საინვესტიციო ფონდი ILAG-ი, ასევე, სხვა კერძო პროფილური ინვესტორები ავსტრიიდან და საქართველოდან.
თავის მხრივ, CCEH-ის ინვესტორებს შორის არიან საყოველთაოდ ცნობილი საფინანსო ინსტიტუტები ამერიკისა და ევროპის ქვეყნებიდან (მათ შორის, EIB [ევროპის საინვესტიციო ბანკი], FMO [ჰოლანდიის განვითარების ბანკი], OeEB [ავსტრიის განვითარების ბანკი] და სხვ.);
ILAG-ი ფლობს სხვადასხვა ბიზნესმიმართულებას მრავალ დასავლურ ქვეყანაში (ცნობისათვის, სწორედ ILAG-ის მიერაა დაფინანსებული საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ჰიდროელექტროსადგური არაგვი ჰესი).
ბროშურა
კომპანია ბახვი ჰესის საქმიანობის მიზანია განახლებადი ენერგიის, ჰიდროელექტროსადგურების მშნებელობა. კერძოდ, მცირე და საშუალო ზომის ბახვი 1 და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურების პროექტების განვითარება წამყვან ევროპულ ქვეყნებში აღიარებული სტანდარტებითა და საუკეთესო დასავლური გამოცდილების გამოყენებით.
კომპანია ბახვი ჰესი, ინვესტორებთან ერთად, ქმნის საერთო ხედვასა და სტრატეგიას, რათა პროექტის განვითარებასთან ერთად, მიაღწიოს მატერიალურ წარმატებას სწორ ღირებულებათა სისტემის დანერგვის გზით, რაც დიდწილად გულისხმობს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვაში მიღწეულ დადებით შედეგებს.
მისია, ხედვა, სტრატეგია
- მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების შენება წამყვან ევროპულ ქვეყნებში აღიარებული სტანდარტებითა და წარმატებულ დასავლურ გამოცდილებაზე დაყრდნობით.
- ვიცხოვროთ ენერგოდამოუკიდებელ ქვეყანაში;
- გამოვიყენოთ განახლებადი ენერგიები დეკარბონიზაციის მიზნით, რაც კლიმატური ცვლილების შენელების ერთ-ერთი გზაა.
- ჩვენი ბიზნესის საფუძველია გარემოსდაცვითი, სოციალური და კომერციული მდგრადობა. სოციალური და გარემოსდაცვითი პროექტები, რომელთაც ვახორციელებთ, მიმართულია ჩვენს კომპანიასთან დაკავშირებული თითოეული ადამიანის კეთილდღეობისკენ, განვითარებისა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნისაკენ;
- მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგი ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან, რაც ხელს შეუწყობს პროექტის გამჭვირვალობასა და მხარეთა ჩართულობას.
უსაფრთხოება
ჩვენი მთავარი პრიორიტეტი
გუნდური მუშაობა
ერთმანეთის დახმარებით, ნდობითა და მხარდაჭერით ვაღწევთ წარმატებას
პასუხისმგებლობა
ვამაყობთ ჩვენი საქმით და ვიღებთ პასუხისმგებლობას
სისხარტე და მოქნილობა
ჩვენ არ გვაშინებს ცვლილებები
კეთილსინდისიერება
ვექცევით სხვას ისე, როგორც გვინდა, თავად მოგვექცნენ
გამბედაობა
გაბედულად ვმოქმედებთ იმისთვის, რაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია
ჩვენი გუნდი
ბახვი ჰესის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით, რომელთა ცოდნასაც ზურგს უმაგრებს ტექნიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური სფეროების მართვაში მიღებული მრავალწლიანი გამოცდილება. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი აღჭურვილია ყველა აუცილებელი უნარით საიმისოდ, რათა განახორციელოს უსაფრთხო და მდგრადი პროექტები ინვესტორთა გრძელვადიანი ინტერესების გათვალისწინებით.
გიორგი აბრამიშვილი
კომპანია ბახვი ჰესის დირექტორი
არჩილ ძნელაძე
კომპანია ბახვი ჰესის პროექტის ტექნიკური დირექტორი
ანდრო ბრეგვაძე
კომპანია ბახვი ჰესის პროექტის მთავარი ინჟინერი
ვახტანგ ფარესიშილი
კომპანია ბახვი ჰესის პროექტის ფინანსური დირექტორი
ნატალია ქანთარია
კომპანია ბახვი ჰესის ფინანსური მენეჯერი
ნიცა ჩოლოყაშილი
კომპანია ბახვი ჰესის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი
გიორგი გაგნიძე
კომპანია ბახვი ჰესის პროექტის მენეჯერის მოადგილე, ელექტრომექანიკოსი
ბიჟან ჰეშმათიაზარ
კომპანია ბახვი ჰესის პროექტის უფროსი მრჩეველი, სამოქალაქო ინჟინერი
მიხეილ ნატროშვილი
კომპანია ბახვი ჰესის შრომის უსაფრთხოების მენჯერი
კორპორაციული მართველობა
კომპანია ბახვი ჰესის მიზანია, საქმიანობის წარმართვა ევროპის წამყვან ქვეყნებში აღიარებული სტანდარტებითა და საუკეთესო გამოცდილების გამოყენებით. იმისათვის, რათა კომპანიამ შეძლოს საქმის გონივრული, ეფექტიანი, შედეგზე ორიენტირებული მართვა, შეინარჩუნოს მოქნილობა გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი სწრაფად აღსრულების მიზნით, რაც მის გრძელვადიან წარმატებას უზრუნველყოფს, ჩვენ შევქმენით სისტემა, რომელიც არეგულირებს როგორც კომპანიის მენეჯმენტისა და ინვესტორების, ისე დამსაქმებლისა და დასაქმებულის შრომით ურთიერთობებს.
კომპანიაში და მის გარეთ სამართლიანად არის გადანაწილებული პასუხისმგებლობები გენერალურ დირექტორსა და სამეთვალყურეო საბჭოს შორის. კომპანიის მენეჯმენტი, მისი გენერალური დირექტორი, პასუხისმგებელი არიან კომპანიის კორპორაციულ მართვასა და ყოველდღიური ამოცანების შესრულებაზე. ინვესტორებთან მოლაპარაკების საფუძველზე ჩამოყალიბდა სამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრებიც არიან დამფუძნებლები ან მათი წარმომადგენლები. საბჭო ხუთწევრიანია. სხდომა იმართება თვეში ერთხელ.
კომპანიის შრომის ორგანიზაციას, ადმინისტრირებასა და დასაქმებულებს შორის ურთიერთობასთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპები რეგულირდება კომპანიის შინაგანაწესითა და ეთიკის კოდექსით. კომპანიას მართავს გენერალური დირექტორი. კომპანიაში მოქმედებს 6 დეპარტამენტი: ტექნიკური საკითხების, იურიდიული, ფინანსური, გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და შრომის უსაფრთხოების. ადამიანური რესურსების დეპარტამენტი იმართება დამფუძნებელი ინვესტორი კომპანიის მეშვეობით.
აღნიშნული სისტემის საფუძველია გამჭვირვალობა, პასუხისმგებლობა და ბიზნესთან დაკავშირებული საფრთხეების მართვა.