კომპანია ბახვი ჰესის ბიზნესის საფუძველია გარემოსდაცვითი, სოციალური და კომერციული მდგრადობა, რისი ნათელი მაგალითიცაა ჩვენი საქმიანობა, კერძოდ – კომპანია ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური მმართველობის პროგრამა, საქმის წარმოება გამჭვირვალობის პრინციპის განუხრელი დაცვით, თითოეულ განხორციელებულ პროექტში დაინტერესებული მხარეების ჩართულობა.
პროექტები, რომლებიც განვახორციელეთ ჩვენი გარემოსდაცვითი და სოციალური პროგრამის ფარგლებში, შერჩეული იყო იმ ადამიანებთან თანამშრომლობით, ვისთვისაც განკუთვნილი იყო ისინი; აუცილებელი ფაქტორი კი, პროექტების მდგრადობის კომპონენტი იყო.
გვსურს, შევქმნათ პრეცედენტი იმისა, რომ პროექტი იყოს მისაღები თითოეული დაინტერესებული ჯგუფისათვის. ჩვენი კომუნიკაციის მოდელი დიალოგია. სწორედ ამ მიზნით, პერმანენტულად ვატარებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან.
ჩვენი მიზანია, მოსახლეობამ და საზოგადოებამ დაინახონ ის სარგებელი, რაც მოაქვს ჰიდროგენერაციის ობიექტების განვითარებასა და ოპერირებას. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია პროექტების გამდიდრება ჰიდროელექტროსადგურების შენებასთან დაკავშირებული ევროპული გამოცდილებითა და სტანდარტებით, რაც მოიცავს გარემოს დაცვას, სოციალური პროექტების განხორციელებასა და შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. სწორედ ამიტომ, საქმიანობას ვახორციელებთ როგორც საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, ასევე, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების – IFC-ისა და EIB-ის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების დაცვით.

გვსურს, განხორციელებულმა ინვესტიციამ გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის მხრივ მოიტანოს მდგრადი შედეგები შემდეგ სფეროებში:

გარემოს დაცვა
გარემოსდაცვითი საკითხების მართვა გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანის გზით, რაც მიიღწევა როგორც შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების გატარებით, ისე ზეგავლენის თავიდან აცილების საფუძველზე.

სოციალური პროგრამირება
ადგილობრივი მოსახლეობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან მუდმივი დიალოგით კონკრეტული სოციალური პროექტების შემუშავება და განხორციელება თემის მდგრადი განვითრების მიზნით.

შრომის უსაფრთხოება
ჩვენი კომპანიისთვის ადამიანის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა და პრიორიტეტების ნუსხაში მოწინავე ადგილი უჭირავს. შესაბამისად, კომპანიაში ნებისმიერი ტიპის საქმიანობა წარიმართება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და დასავლური სტანდარტების უმკაცრესი დაცვით.

