
ვერნერ პანჰაუზერი - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
ბატონი ვერნერ პანჰაუზერი ბახვი ჰესის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად 2022 წლის 4 აგვისტოს დაინიშნა. 2006 წლიდან ის შპს „ენერგო არაგვის“ თანადამფუძნებელი, აქციონერი და საბჭოს წევრია.
1986-2006 წლებში ბატონი პანჰაუზერი ავსტრიული ჰიდროტურბინების მწარმოებელი კომპანია KÖSSLER-ის აქციონერი და მმართველი დირექტორი იყო. ამავე პერიოდში ის ავსტრიის დამოუკიდებელი მცირე ჰიდროელექტროსადგურების ფედერაციის საბჭოს წევრადაც მუშაობდა.
ბატონი პანჰაუზერი სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდა ექსპერტად Clean Energy Solutions Vienna-ში, GTZ Germany-სა და UNIDO-ს პროექტებზე. 2006-2009 წლებში ის ვენის ტექნიკურ უნივერსიტეტში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში განახლებადი ენერგიის მიმართულებით ლექტორი იყო.
