
ნანა ბერძენიშვილი - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
ქალბატონი ნანა ბერძენიშვილი ბახვი ჰესის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად 2022 წლის 4 აგვისტოს დაინიშნა. ის არის კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის გარემოსდაცვითი, სოციალური, მმართველობისა და მდგრადობის (ESG & Sustainability) ხელმძღვანელი. 2020 წლიდან ქალბატონი ნანა ბერძენიშვილი უზრუნველყოფს ჰოლდინგის ყველა კომპანიის ESG მიმართულების შესაბამისობას როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან, ასევე საერთაშორისო ინსტიტუტების გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებთან, მათ შორის IFC-ისა და EIB-ის სტანდარტებთან.
2008-2013 წლებში ქალბატონი ნანა მუშაობდა საერთაშორისო არასამთავრობო სექტორში, ხოლო 2013-2020 წლებში – კონსულტანტისა და ექსპერტის სტატუსით თანამშრომლობდა ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა USAID, აშშ-ის საელჩო საქართველოში, EBRD, ADB, KDB და EIB. მისი გამოცდილება მოიცავს BP-თან თანამშრომლობასაც – სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების პროექტის ფარგლებში ის ხელმძღვანელობდა დაინტერესებული მხარეების ჩართულობისა და სოციალური პროგრამირების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას.
ქალბატონი ნანა ამჟამად, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის სკოლა და მიიღო მაგისტრის ხარისხი ბიზნესის სამართლის სპეციალობით. ის ასევე არის შვედეთის ინსტიტუტის აღმასრულებელი მენეჯმენტის პროგრამისა და ცენტრალური ევრაზიის ლიდერობის ალიანსის (CELA) მე-17 კოჰოტრის კურსდამთავრებული.
