გიორგი გაგნიძე - კომპანია ბახვი ჰესის პროექტის მენეჯერის მოადგილე, ელექტრომექანიკოსი
ბატონმა გიორგიმ კომპანია ბახვი ჰესში მუშაობა დაიწყო 2021 წელს. იგი პასუხისმგებელია ბახვი 1 და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურების პროექტების ელექტრომექანიკური და ჰიდრომექანიკური მიმართულებით კონტრაქტორების შერჩევასა და მათთან კომუნიკაციაზე, დიზაინის ეტაპზე ნახაზებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების დადასტურებაზე, სამშენებლო პერიმეტრზე მუშაობაზე.
ბატონი გიორგი 2020 – 2021 წლებში მუშაობდა დიღომი ჰესის პროექტზე ელექტრო ინჟინერის პოზიციაზე, სადაც მისი პასუხისმგებლობის ქვეშ იყო როგორც კონტრაქტორებთან მუშაობა, ასევე, პროექტის ჰიდრო და ელექტრო მექანიკური ნაწილების პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. 2013 – 2020 წლებში ის კომპანია ენერგო პრო ჯორჯიაში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე. 2016 – 2020 წლებში და დაიკავა კომპანია ენერგო პრო ჯორჯიაში პროექტის მენეჯერის თანამდებობა, რომლის ფარგლებშიც უშუალოდ მუშაობდა ჰიდროელექტრო სადგურების (გუმათი 2, ზაჰესი, ორთაჭალა ჰესი და სხვა ჰიდროელექტრო სადგურები) რეაბილიტაციის პროექტებზე.
ბატონი გიორგი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. პროფესიით ელექტრო ინჟინერი, მაგისტრის ხარისხით ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სამეცნიერო კონფერენციასა და ტრენინგში.