
ბახვი 2ბ ჰიდროელექტროსადგური
ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგური შედგება გურიის რეგიონში, კერძოდ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი, მდინარის მოდინებაზე მომუშავე მცირე და საშუალო ზომის სადგურებისგან (ბახვი 2ა და ბახვი 2ბ).
- ბახვი 2ბ სადგურის დადგმული სიმძლავრე შეადგენს 23.8 მეგავატს, ხოლო წლიური გამომუშავება – 88.8 გვტსთ-ს;
- პროექტს აქვს სათავე ნაგებობა, თევზსავალი, მიწისქვეშა მილსადენი და ჰესის შენობა;
- გამომუშავებული ელექტროენერგია შეუერთდება 35-კილოვატიან გადამცემ ხაზს ბახვი 1 ჰესის მიმდებარედ დაგეგმილ 110/35-კილოვატიან ქვესადგურზე;
კვლევები და დოკუმენტები
ხშირად დასმული შეკითხვები
ბახვი 2 ჰესის პროექტი შედგება ორი, ბახვი 2ა და ბახვი 2ბ სადგურისგან. ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის საპროექტო ტერიტორია ოზურგეთის მუნიციპალიტეტშია მოქცეული. ბახვი 2 პროექტი განთავსებულია ბახვი 1 ჰესის ქვედა დინებაში. რაც შეეხება ჰესის ინფრასტრუქტურის დაშორების მანძილებს დასახლებულ პუნქტებთან, ბახვი 2 ჰესის უახლოესი ნაგებობა ბახმაროდან დაშორებულია 6.6 კმ მანძილზე, ხოლო ქვედა დინების ყველაზე უკიდურესი ნაგებობა სოფ. უკანავადან 2.8 კმ მანძილზეა. სიმაღლეთა შორის სხვაობა ბახვი 2ა ჰესის სათავე ნაგებობასა და ბახმაროს შორის შეადგენს 530 მ-ს.
აღსანიშნავია, რომ ელეტროენერგიის გენერაციის სხვა წყაროებისაგან განსხვავებით, ჰიდროელექტროსადგურებს შეუძლიათ გამომუშავებული ელექტროენერგია მყისიერად მიაწოდონ ქსელს, ისინი (განსაკუთრებით წყალსაცავიანი) წარმოადგენენ ენერგიის შენახვის ყველაზე საიმედო და იაფ წყაროს, წყალდიდობის კონტროლის საშუალებას და რაც მთავრია განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ყველაზე სტაბილურ და ხელმისაწვდომ რესურსს ბაზისური დატვირთვის თვალსაზრისით. რაც შეეხება ქარის და მზის სადგურებს, მათ შემთხვევაში გამომუშავება დამოკიდებულია დღე-ღამისა და ქარის ციკლზე. ის არ არის მუდმივად განახლებადი და აუცილებელია პარალელურად ქვეყანას ჰქონდეს მდგრადი, მუდმივად განახლებადი, სტაბილური რესურსი. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ქარისა და მზის ელექტროსადგურები წყვეტადი ენერგიაა, რომელიც გარემოებებზეა დამოკიდებული, ჰიდრო ელექტროსადგური კი უწყვეტად გამოიმუშავებს ელექტროენერგიას.
უსაფრთხოება ის თემაა, რომელსაც ჩვენი გუნდი მაღალი პასუხისმგებლობით მართავს. კომპანიაში გვაქვს შრომის უსაფრთხოების სამსახური. ამ დეპარტამენტის პრეროგატივაა ადგილზე უსაფრთხოების თემების მართვა. სამსახური მოქმედებს წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით. ყველა თანამშრომელს სამუშაოს დაწყებამდე უტარდება შესაბამისი სწავლება, ტრენინგი. ახალი თანამშრომელი იღებს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს, რომელიც შეესაბამება საქართველოს ტექნიკურ რეგლამენტს. პროექტს ადგილზე ჰყავს პროფესიონალი ექიმი, რომელიც თანამშრომლებს ნებისმიერი სიმძიმის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემთხვევაში აღმოუჩენს დახმარებას. სამუშაო პროცესს კონტროლს უწევენ შრომის უსაფრთხოების ოფიცრები. უფრო მეტიც, ყველა კომპანია, რომელიც მშენებლობის პროცესში ითანამშრომლებს კომპანია ბახვი ჰესთან, ვალდებული იქნება, ყავდეს შრომის უსაფრთხოების ოფიცერი.