
არჩილ ძნელაძე - კომპანია ბახვი ჰესის პროექტის ტექნიკური დირექტორი
ბატონმა არჩილმა კომპანია ბახვი ჰესში მუშაობა დაიწყო 2022 წელს. იგი პასუხისმგებელია ბახვი 1 და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურების, რომელთა ჯამური სიმძლავრეა 48 მეგავატი, პროექტების ტექნიკური მიმართულების მართვაზე და წარმატებით განხორციელებაზე. მას აქვს 37 წლიანი გამოცდილება კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის. 2015 წლიდან დააფუძნა და ტექნიკური დირექტორის პოზიციას იკავებს კომპანიაში ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტი, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ლახამი 1 და ლახამი 2 ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა და მართვა. ის არის მმართველი პარტნიორი ისეთი კომპანიებისა, როგორიცაა შპს ენერჯი სოლუშენსი, შპს თრეიდინგ სოლუშენსი, შპს ენერგო-არაგვი. ის საერთაშორისო კომპანიის Posh & Partners -ის ლოკალური პროექტის მენეჯერია 2013 წლიდან და ასევე, შპს ტესლას დირექტორი.
2010 – 2013 წლებში მუშაობდა სახელმწიფო ელექტროსისტემაში, საქართველოს ელექტროსისტემის განვითარების პროექტზე, გაზრდილი ელექტრომიწოდების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიმართულებით. 2010 – 2013 წლებში იყო KFW-ს (Kreditanstalt für Wiederaufbau) განვითარების ბანკის ტექნიკური ექსპერტი, 2007 – 2009 წლებში კი, უკრაინაში კომპანია UkrHydroEnergy-ში EDF-ის (Électricité de France) წარმომადგენელი. მისი კარიერა 1987 წლიდან იწყება და სხვადასხვა დროს მუშაობდა მოწინავე პოზიციებზე ქართულ თუ საერთაშორისო ენერგეტიკულ კომპანიებში.
ბატონი არჩილი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. პროფესიით ელექტრო ინჟინერი. ასევე, ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიპლომს მენეჯმენტში – 1994 წლის გამოშვება.