ბახვი 2ა ჰიდროელექტროსადგური
ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგური შედგება გურიის რეგიონში, კერძოდ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი, მდინარის მოდინებაზე მომუშავე მცირე და საშუალო ზომის სადგურებისგან (ბახვი 2ა და ბახვი 2ბ).
- ბახვი 2ა სადგურის დადგმული სიმძლავრე შეადგენს 11.6 მეგავატს, ხოლო წლიური გამომუშავება – 45.5 გვტსთ-ს;
- პროექტს აქვს სათავე ნაგებობა, თევზსავალი, მიწისქვეშა მილსადენი და ჰესის შენობა;
- გამომუშავებული ელექტროენერგია შეუერთდება 35-კილოვატიან გადამცემ ხაზს ბახვი 1 ჰესის მიმდებარედ დაგეგმილ 110/35-კილოვატიან ქვესადგურზე.
კვლევები და დოკუმენტები
ხშირად დასმული შეკითხვები
ბახვი 2 ჰესის პროექტი შედგება ორი, ბახვი 2ა და ბახვი 2ბ სადგურისგან. ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის საპროექტო ტერიტორია ოზურგეთის მუნიციპალიტეტშია მოქცეული. ბახვი 2 პროექტი განთავსებულია ბახვი 1 ჰესის ქვედა დინებაში. რაც შეეხება ჰესის ინფრასტრუქტურის დაშორების მანძილებს დასახლებულ პუნქტებთან, ბახვი 2 ჰესის უახლოესი ნაგებობა ბახმაროდან დაშორებულია 6.6 კმ მანძილზე, ხოლო ქვედა დინების ყველაზე უკიდურესი ნაგებობა სოფ. უკანავადან 2.8 კმ მანძილზეა. სიმაღლეთა შორის სხვაობა ბახვი 2ა ჰესის სათავე ნაგებობასა და ბახმაროს შორის შეადგენს 530 მ-ს.
ბახვი 2 ჰესის პროექტით გათვალისწინებული მუდმივი და დროებითი ნაგებობების მდებარეობებიდან და მათი დიდი მანძილით დაშორებიდან გამომდინარე, მშენებლობის პროცესით გამოწვეულ ხმაურთან დაკავშირებულ ცვლილებებს ადგილი, ფაქტობრივად არ ექნება, ვინაიდან ჩადრეკილიდან პირდაპირი მანძილი ბახვი 2 ჰესის პროექტის სათავე ნაგებობამდე შეადგენს 4.5 კმ-ს, ხოლო სოფ. უკანავადან ბახვი 2 ჰესის პროექტით გათვალისწინებული ბახვი 2ბ ჰესის შენობა 2.8 კმ-ით არის დაშორებული. რაც შეეხება მტვრის გავრცელებას, ხეობის სივიწროვიდან გამომდინარე მტვრით გამოწვეული ზემოქმედება ადგილობრივ მოსახლეობაზე იქნება მინიმალური, ხოლო სამშენებლო პროცესში ტრანსპორტის ნაკადის მოძრაობისას მტვრის წარმოქმნის შესამცირებლად პერიოდულად და გეგმის შესაბამისად განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მორწყვა.
პროექტის სამშენებლო არეალი დაშორებულია უახლოესი მოსახლისგან 1.8 კილომეტრით, შესაბამისად მშენებლობის დროს წარმოქმნილი ხმაური, მტვერი, ან სხვა ნეგატიური მოვლენები მოსახლეობას დისკომფორტს ვერ შეუქმნის. დროებითი სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც შესაძლოა სოფლის მიმდებარედ წარიმართოს, უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების ნორმებით. კერძოდ, შემოღობილი იქნება სამშენებლო ტერიტორია, მაფრთხილებელი ნიშნებით და ადგილზე იქნება ზედამხედველი, რომელიც გააკონტროლებს სამუშაოს უსაფრთხოებას, სკოლის მოსწავლეებისათვის უკვე ჩატარდა უსაფრთხეობის ტრენინგები, რათა გაიზარდოს ბავშვების ცნობიერება უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით.