კომპანია ბახვი ჰესი მდინარე ბახვისწყალზე ახორციელებს ბახვი 1 და ბახვი 2 (ბახვი 2ა და ბახვი 2ბ) მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების პროექტებს. სამშენებლო პერიმეტრი მთლიანად მოქცეულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. პროექტის განხორციელების მიმდინარეობისას (2021 – 2026 წლები) შეიქმნა როგორც დროებითი, ისე მუდმივი დასაქმების შესაძლებლობები ადგილობრივი კვალიფიციური, ნახევრად-კვალიფიციური და არაკვალიფიციური კადრებისთვის, რაც პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია. კომპანია მუდმივად ზრუნავს დასაქმებულების უსაფრთხოებასა და მათთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნაზე.
ჰიდროელექტროსადგური განახლებადი ენერგიის წყაროა. მისი მოქმედების შედეგად გარემოში გამოყოფილი მავნე ნივთიერებები ნულოვანია, განსხვავებით ელექტროენერგიის წარმოების სხვა საშუალებებისგან. შესაბამისად, კლიმატის ცვლილების ტემპის შესანელებლად და მასშტაბის შესამცირებლად უაღრესად მნიშვნელოვანია განახლებადი, კერძოდ – ჰიდროენერგეტიკული სადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია – როგორც თითოეული ადამიანისათვის, ისე სახელმწიფოებისთვის.




