ვახტანგ ფარესიშილი - კომპანია ბახვი ჰესის პროექტის ფინანსური დირექტორი
ბატონმა ვახტანგმა კომპანია ბახვი ჰესში მუშაობა დაიწყო 2023 წელს. იგი პასუხისმგებელია ბახვი 1 და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურების პროექტების ფინანსებზე. კერძოდ, ბიუჯეტის დაგეგმვაზე, მართვასა და ანალიზზე, რათა უზრუნველყოს პროექტის ბიუჯეტის სიზუსტე; კომპანიის ფინანსური ინსტრუმენტების კონტროლზე; იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად კონტრაქტების ფინანსური ნაწილის მომზადებაზე; შიდა კონტროლის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შესაფასაებლად და მოქმედ კანონებთან და რეგულაციებთან შესაბამისად განხორციელებაზე; ფინანსური ანგარიშგების მომზადებასა და ანალიზზე; ფინანსური ანგარიშგების და სხვა ფინანსური მონაცემების ანალიზზე რისკის პოტენციური სფეროების გამოსავლენად; შიდა კონტროლის სისტემების მონიტორინგზე; ზედამხედველობაზე, მომზადებაზე, შეფასებასა და უკუკავშირის მიწოდებაზე უმცროსი პერსონალისთვის, რათა უზრუნველყოს მათი მომავალი განვითარება;
ბატონი ვახტანგმა თავისი კარიერა დაიწყო 2018 წელს. 2019 წლიდან კი, მუშაობდა აუდიტორულ კომპანიაში Deloitte & Touche, სადაც 2022 – 2023 წლებში იკავებდა მთავარი აუდიტორის პოზიციას.
ბატონი ვახტანგი არის კავკასიის უნივესიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული, მაგისტრის ხარისხით. ასევე, გავლილი აქვს პროფესიული საკვალიფიკაციო კურსები: ACCA (BT; MA; FA; LW -GLO; PM; TX; FR; AA) და საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის პროგრამა: F6 – დაბეგვრა.