ჩვენი მიზანია, ბახვი ჰესის განხორციელების არეალთან მდებარე სოფლების მოსახლეობის ყოფა უკეთესი გავხადოთ და ხელი შევუწყოთ მრავალმხრივ განვითარებას ადგილობრივ დონეზე. გვწამს, რომ ძლიერი ქვეყნის საფუძველი ძლიერი სოფელია. დიდი სურვილი გვაქვს, მოსახლეობას შევუქმნათ შესაძლებლობები, რათა მან – უკეთესი მომავლის მშენებლობისთვის – გონივრულად გამოიყენოს ეს რესურსები.
თითოეული პროექტის განხორციელებისას მდგრადობა და გამჭვირვალობა, მხარეების ჩართულობასთან ერთად, მნიშვნელოვანი კომპონენტებია. სოციალური პროგრამა განვახორციელეთ იმ ადამიანებთან თანამშრომლობით, ვისთვისაც ის არის განკუთვნილი.

ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭო
#ერთადვაშენებთურთიერთობებს


2021 წლის 5 აგვისტოს დაფუძნდა ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო, რომელიც დღემდე ეფექტიანად ფუნქციონირებს. საბჭოს წევრები არიან ბახვი ჰესის პროექტით დაინტერესებული ჯგუფების (არასამთავრობო სექტორი, მედია, მცირე ბიზნესი და ადგილობრივი თვითმმართველობები) წარმომადგენლები ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან. საბჭო სათათბირო ორგანოა. 2021 წლიდან გარკვეული პერიოდულობით, 2021 – 2023 თვეში ერთხელ, 2024 – ყოველკვარტლურად და 2025 წლიდან კი, წელიწადში ორჯერ, იმართება შეხვედრები, სადაც კომპანიის წარმომადგენლები წევრებს აცნობენ პროექტის განვითარებასთან დაკავშირებულ სიახლეებსა თუ ინიციატივებს, იმართება დისკუსიები და განხილვები ჯგუფებისთვის საინტერესო თემებზე. მრჩეველთა საბჭო ერთგვარი ხიდია მოსახლეობასა და კომპანიას შორის, კონსენსუსით მიღებული გადაწყვეტილებები კი შეუფერხებელი საქმიანობის წინაპირობაა. ბახვი ჰესი მრჩეველთა საბჭოს პროექტით გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს მფლობელი გახდა. საერთაშორისო ჟიურიმ კომპანიას ჯილდო SDG (მდგრადი განვითარების მიზანი) მე-16 მიზნის – „მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები“ აღსრულებაში მიანიჭა.

მედიასთან ურთიერთობა
#ერთადვაშენებთურთიერთობებს
პრესრელიზები
გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ჩვენი კორპორაციული ფილოსოფიის ამოსავალი წერტილია. ამ მხრივ განუზომლად დიდია მედიის როლი. პროექტის განვითარების კვალდაკვალ სისტემატურად ვავრცელებთ ინფორმაციას ადგილობრივ მედიაში
ყოველთვიური გაზეთი
2021 წლის ივლისიდან - 2025 წლის დეკემბრის ჩათვლით (პროექტის მშენებლობის აქტიურ ფაზაზე), მზადდებოდა ყოველთვიური ახალი ამბების ფურცელი. გაზეთი „კარდაკარის“ პრინციპით რიგდებოდა პროექტის არეალის მახლობლად მდებარე სოფლებში. კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მთისპირში, ოქროსქედში, ვანისქედში, უკანავაში და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში, ასევე, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციაში. გაზეთი იბეჭდებოდა ყოველთვიურად, 500-იანი ტირაჟით. გაზეთის მეშვეობით კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებოდათ მათაც, ვისაც ამა თუ იმ მიზეზით შეზღუდული აქვს ინტერნეტთან წვდომა.
ტრენინგები
განახლებადი ენერგიების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2021 წლიდან 2025 წლის ჩათვლით ყოველწლიურად ვატარებდით ვორკშოპებსა და ტრენინგებს ჟურნალისტებისთვის. ტრენინგის ფარგლებში ჟურნალისტებს ვესაუბრებოდით როგორც ჰიდროენერგეტიკაზე, ისე ჰიდროენერგეტიკული სადგურების მშენებლობისა და განვითარების დასავლურ სტანდარტსა და პრაქტიკაზე. ვაწყობდით გასვლით ღონისძიებებს სხვადასხვა მასშტაბის ჰიდროელექტროსადგურებზე.
