#ერთადვაშენებთ
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ინდივიდუალურობას და პიროვნული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას სამსახურში. ვქმნით გარემოს, სადაც უმთავრესი პრიორიტეტია უსაფრთხოება. ჩვენ საფუძველს ვუყრით ნდობას, ვეხმარებით ერთმანეთს და ურთიერთმხარდაჭერით ვმუშაობთ საერთო წარმატების მისაღწევად. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას და ერთად ვამაყობთ ჩვენი საქმით და მიღწეული შედეგებით. არ გვაშინებს ცვლილებები, რის საშუალებასაც გვაძლევს სათანადო ცოდნა და საქმისადმი სწორი დამოკიდებულება. ვექცევით სხვებს ისე, როგორც გვინდა, რომ ჩვენ მოგვექცნენ.
კომპანია ბახვი ჰესი მხარს უჭერს თანასწორობასა და თანაბარ შესაძლებლობებს თანამშრომლებისთვის განურჩევლად სქესისა, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობისა, სექსუალური ორიენტაციისა, შეზღუდული შესაძლებლობისა, რელიგიური, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებისა.