გარემოს დაცვა
#ერთადვაშენებთმწვანეგარემოს
- ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და პროექტირება (ე.წ. „ფიზიბილითი“) - ევროპული საკონსულტაციო კომპანია AFRY, ევროპული საინჟინრო კომპანია Posch&Partners;
- საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა - გერმანული კომპანია CSE - Caucasus Science Engineering, ქართული კომპანია შპს „ჯეოინჟინირინგი“, ქართული კომპანია „გეოლოჯიქ“ ;
- ბიომრავალფეროვნების კვლევა - ევროპული კომპანია SLR-ი. კვლევაზე იმუშავა SLR-ის ბრიტანეთის ოფისის მთავარმა მკვლევარმა ნიკოლა ფოკსმა. SLR-ის მიერვე მომზადდა ბიომრავალფეროვნების სამოქმედო გეგმა და შემარბილებელი ღონისძიებების ნუსხა;
- მაკრო და მიკრო კლიმატზე ზემოქმედების შეფასება - ფრანგი საერთაშორისო ექსპერტი, კომპანიის Alpage დამფუძნებელი და მთავარი მკვლევარი, პიერ ბიდერმანი;
- კუმულაციური ზემოქმედების შეფასება - პიერ ბიდერმანი, კომპანია Alpage. მანვე შეიმუშავა შემარბილებელი ღონისძიების ნუსხასა და მათი შესრულების სამოქმედო გეგმაზე
- ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი - პიერ ბიდერმანი, კომპანია Alpage
- წავის პოპულაციის კვლევა - სამეცნიერო პროგრამების მენეჯერი, ეკოლოგიის მაგისტრი, ნიკო ქერდიყოშვილი
- გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი - ქართული „გამა კონსალტინგი“
ჩვენი მიზანია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების გატარების გზით, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოში აპრობირებულ საუკეთესო პრაქტიკას გარემოს დაცვის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, ბახვი ჰესის მენეჯმენტმა, მხარეების ჩართულობისა და ჯანსაღი რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბახვი 1 და ბახვი 2 ჰესების პროექტის ფარგლებში ითანამშრომლა როგორც მაღალი კვალიფიკაციის ადგილობრივ ექსპერტებთან, ისე საერთაშორისოდ აღიარებულ დასავლურ კომპანიებთან.
ყველა გამოკვლევა, რომელიც განხორციელდა პროექტის ფარგლებში, ეყრდნობა საერთაშორისო დონეზე არსებულ საუკეთესოდ აღიარებულ გამოცდილებას. პროექტის განხორციელების თითოეულ ეტაპზე ჩვენ გვეხმარებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტები.
ბიომრავალფეროვნების კვლევის განხორციელების შემდეგ განისაზღვრა საუკეთესო შემარბილებელი ღონისძიებები როგორც საქართველოს წითელი ნუსხის სახეობებისთვის, ისე IUCN-ის (ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის) მიერ დაცული სახეობებისთვის. ბიომრავალფეროვნების მიმართულებით შემარბილებელი ღონისძიებების სამოქმედო გეგმა, კომპანიის კეთილი ნებით, ხორციელდება როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ისე საერთაშორისოდ აღიარებული საფინანსო ინსტიტუტების, IFC-ისა და EIB-ის გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების მკაცრი დაცვით.