ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგური
ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგური არის გურიის რეგიონში, კერძოდ – ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მდებარე მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი, მდინარის მოდინებაზე მომუშავე მცირე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი.
- ბახვი 1 ჰესის დადგმული სიმძლავრე შეადგენს 10.9 მეგავატს, ხოლო, წლიური გამომუშავება – 43,1 გვტსთ-ს;
- პროექტს აქვს სათავე ნაგებობა, თევზსავალი, მინაბოჭკოვანი პლასტიკისა და ლითონის სადაწნეო მილი და ჰესის შენობა;
- გამომუშავებული ელექტროენერგია 110-კილოვატიანი გადამცემი ხაზის მეშვეობით შეუერთდება ცენტრალურ სიტემას.
კვლევები და დოკუმენტები
ხშირად დასმული შეკითხვები
ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის საპროექტო ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტშია განთავსებული, მხოლოდ, მცირე პერიმეტრი ხვდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა რაიონში. კურორტ ბახმაროს ცენტრიდან (ბაზრისუბანი) ჰესის სათავე ნაგებობამდე პირდაპირი მანძილია 3.5 კილომეტრია, ხოლო, ჰესის შენობამდე ეს მანძილი შეადგენს 6.5 კილომეტრს. სოფელ უკანავადან ჰესის შენობა დაცილებულია 8.5 კილომეტრის მანძილით. კურორტ ბახმაროსა და ჰესის სათავე ნაგებობას შორის სიმაღლეთა სხვაობა შეადგენს 140 მეტრს.
თავდაპირველი სქემის მიხედვით, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის ინფრასტრუქტურის მცირე ნაწილი ხვდებოდა ბახმაროს რეკრეაციული ზონის ფარგლებში, თუმცა დაინტერესებული მხარეების რეკომენდაციის საფუძველზე, ბახვი ჰესის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, დღეს ის სრულად გატანილია კურორტ ბახმაროს რეკრეაციული ზონის საზღვრებს გარეთ.
ბახვი 1 ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიეწოდება ცენტრალურ ქსელს. თუმცა, ტექნიკური თვალსაზრისით, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა საშუალებას მისცემს ადგილობრივ ქსელს, რეგიონისთვის გახდეს მეტად საიმედო და უწყვეტი ელექტროენერგიის მიწოდების გარანტი, უზრუნველყოფს რა ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უწყვეტობას, ცენტრალური სისტემიდან ელექტროენერგიის მიწოდების მოულოდნელი შეწყვეტის შემთხვევაში. გარდა ამისა, აღნიშნული მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონისათვის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხს, რაც ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია რეგიონის არათანაბარი დატვირთვებისა და მიწოდების არაპროპორციულობით და ხშირად ხდება ძაბვისა და სიხშირის ვარდნის მიზეზი.
სათავე ნაგებობების სიახლოვეს ცურვა, თევზაობა და რაიმე სხვა სახის აქტივობა ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, აკრძალული იქნება. შესაბამისი ამკრძალავი ნიშნები იქნება განთავსებული მთელ პერიმეტრზე.