
ანდრო ბრეგვაძე - კომპანია ბახვი ჰესის პროექტის მთავარი ინჟინერი
ბატონი ანდრო არის გამოცდილი საგზაო და ჰიდროტექნიკური ნაგებობების ინჟინერი. 2012 წლიდან მისი საქმიანობის ძირითადი სფერო ენერგეტიკული პროექტების, სხვადასხვა სიმძლავრის მქონე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა და რეაბილიტაციაა, სადაც იგი მაღალ პოზიციებს იკავებდა.
ამჟამად, ბატონი ანდრო მუშაობს ბახვი 1 და ბახვი 2 ჰესების პროექტებზე, სადაც ის პროექტის მთავარი ინჟინერია. პასუხისმგებელია საპროექტო გადაწყვეტილებების მიღებაში, მშენებლობის დაგეგმასა და ვადებზე, მილსადენის და მიწის სამუშაოებზე. კონტრაქტოქტორტან ურთიერთობაზე და ა.შ.
2021-2022 წლებში ბატონი ანდრო იყო მშენებლობის მენეჯერი ინწობა ჰესის პროექტზე, სადაც ხელმძღვანელობდა ინწობა ჰესის სათავე ნაგებობების რეაბილიტაციის, მდინარის კალაპოტის და ნაპირსამაგრ სამუშაოებს. ბატონი ანდრო ასევე მუშაობდა რამდენიმე კერძო პროექტზე, სადაც პასუხისმგებელი იყო მილსადენის პროექტირებაზე, მშენებლობის მენეჯმენტზე, მინაბოჩკოვანი და ლითონის მილებისადენების სამუშაოებზე, ტურბინა-გენერატორის, ფარების და სარქველების სამონტაჟო სამუშაოებზე და საშემსრულებლო დოკუმენტაციის შედგენაზე. 2012-2020 წლებში მუშაობდა არაგვი და არაგვი 2 ჰესების, ასევე ლახამი 1 და ლახამი 2 ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე, სადაც ხელმძღვანელობდა როგორც მილსადენის და მიწის სამუშაოებს, ასევე რკინა ბეტონის სამუშაოებს.
მისი გამოცდილება მრავალფეროვანია, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ საინჟინრო, არამედ მშენებლობის ორგანიზაციასა და კონტრაქტორებთან ურთიერთობას. ეს გამოცდილება ხელს უწყობს ბატონ ანდროს უნიკალური კომპეტენციით სხვადასხვა პროექტების ეფექტურად მართვაში.
ბატონი ანდრო არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. პროფესიით ინჟინერი, მაგისტრის ხარისხით. ასევე, გავლილი აქვს არაერთი საკვალიფიკაციო კურსი და სწავლება.