
ნიცა ჩოლოყაშილი - კომპანია ბახვი ჰესის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი
ქალბატონმა ნიცამ კომპანია ბახვი ჰესში მუშაობა დაიწყო 2021 წელს. იგი პასუხისმგებელია ბახვი 1 და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურების პროექტების ფარგლებში საკომუნიკაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის დაგეგმვასა და აღსრულებაზე. კერძოდ, პროექტების სტრატეგიის შექმნაზე, მის დამტკიცებასა და აღსრულებაზე; გამოწვევების და რისკ ფაქტორების განსაზღვრასა და მათი გადაწყვეტის გზების შექმნაზე; გამჭვირვალობის და მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფაზე – პრესრელიზების, საინფორმაციო ბიულეტენების, ბუკლეტების, ყოველთვიური გაზეთის შექმნასა და დისტრიბუციაზე. ბიუჯეტის დაგეგმვაზე, მართვასა და ანალიზზე, რათა უზრუნველყოს პროექტის ბიუჯეტის სიზუსტე; ვიდეო მასალების შექმნაზე; ღონისძიებების მენეჯმენტზე; სოციალური პროექტების მედია გაშუქებაზე; ბრენდინგზე, ვებ გვერდის შექმნასა და მის მართვაზე; სოციალური მედიის მონიტორინგსა და მის ანალიზზე; მედიასთან ურთიერთობაზე და მათ ტრენინგებზე; კრიზის მენჯმენტსა და პროაქატიული ღონისძიებების წარმოებაზე.
ქალბატონმა ნიცამ თავისი კარიერა დაიწყო 1996 წელს. ის 2005 წლამდე მუშაობდა ჟურნალისტის პოზიციაზე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. 2005 წელს ნიცა იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი. 2006 წლიდან კი, 14 წლის მანძილზე, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი. 2019 – 2020 წლებში იყო AI Group-ის მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი. 2007 – 2020 წლებში იყო მოწვეული ლექტორი სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და სასწავლო ცენტრებში.
ქალბატონი ნიცა არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, პროფესიით სოციოლოგი. აქვს ლონდონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სკოლის (London School of Public Relations) დიპლომი – 2005 წლის გამოშვება. სხვადასხვა დროს გავლილი აქვს სერტიფიცირებული პროგრამები საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგი, ბრენდინგი, ფინანსები და სხვა.