
მიხეილ ნატროშვილი - კომპანია ბახვი ჰესის შრომის უსაფრთხოების მენჯერი
ბატონმა მიხეილმა კომპანია ბახვი ჰესში მუშაობა დაიწყო 2022 წელს. იგი პასუხისმგებელია შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის მართვაზე, რაც მოიცავს სამშენებლო ეტაპზე ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების რეაგირების გეგმის მომზადებასა და განხორციელებას, ინსპექტირებას, ანგარიშების მომზადებას პროექტის მენეჯმენტისთვისა და ინვესტორებისთვის, პროექტსა და სამთავრობო ინსტიტუტებს შორის ოფიციალურ კომუნიკაციას. მას ამ სფეროში მუშაობის 13 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. იგი ჯანდაცვისა და უსაფრთხოების მაღალკვალიფიციური სპეციალისტია ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოსდაცვის სფეროში თეორიული და პრაქტიკული ცოდნით.
ბატონ მიხეილი 2014 – 2019 წლებში მუშაობდა კომპანია BP-ის საერთაშორისო სამშენებლო პროექტში, სადაც, ის იყო პასუხისმგებელი ერთის მხრივ, საფრთხეების იდინტიფიცირებასა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაზე, ხოლო მეორეს მხრივ, BP-ის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებთან არსებული სამუშაო პირობების შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, თანამშრომელთა ტრენინგებსა და რეპორტინგზე, ასევე, კვლევებსა და ანალიზზე. მას ასევე, გააჩნია ავტომაგისტრალისა და გვირაბის მშენებლობის საერთაშორისო პროექტებში შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტების მართვის 3 წლიანი გამოცდილება. მისი კომპეტენციის სფეროა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების (H&S) სხვადასხვა დოკუმენტაციისა და გეგმების შემუშავება და დანერგვა, საფრთხის იდენტიფიკაციისა და რისკის შერბილების პროცესების ექსპერტიზის უზრუნველყოფა, სამშენებლო მოედანზე ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოსდაცითი (HSE) პოლიტიკის მართვის, დანერგვისა და მონიტორინგის გამოცდილება.
ბატონი მიხეილი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. პროფესიით ისტორიკოსი, ბაკალავრის ხარისხით. 2011 წელს მან დაამტავრა საქართველოს უნივერსიტეტი. აქვს მაგისტრის ხარისხი არქეოლოგიის განხრით. ასევე, გავლილი აქვს არაერთი საკვალიფიკაციო კურსი და სწავლება.