
#ერთადვაშენებთმომავალს
ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელია საგანმანათლებლო მიმართულება, რომელიც, ერთი მხრივ, ვრცელდება პროექტის დაფარვის ზონაში არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებზე, ხოლო მეორე მხრივ – ამ საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღის პედაგოგებსა და აღმზრდელებზე. პროგრამა მოიცავს არაფორმალურ სწავლებას, ექსკურსიებს, კონკურსებს, მასწავლებელთა გადამზადებას, სკოლებისა და ბაღის ინვენტარის განახლებასა და სწავლა-განვითარებისთვის საჭირო გარემოს უზრუნველყოფას. სტუდენტებისთვის იმოქმედებს საგანგებო საგრანტო პროგრამა, რომლის მიზანია, დააინტერესოს აბიტურიენტი ისეთი პროფესიებით, როგორებიცაა ინჟინერია, გარემოს დაცვა, გეოლოგია.


#ერთადვაშენებთმომავალს
2021-2022 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთისპირისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ჩხაკაურას საჯარო სკოლებში განახლდა კომპიუტერული ლაბორატორიები და ბიბლიოთეკა.

#ერთადვაშენებთმომავალს
2021-2022 წლებში განახლდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის ინვენტარი. ბახვი ჰესმა მთისპირის ბაღს გადასცა ფართოეკრანიანი „სმარტ“-ტელევიზორი და ელექტროპიანინო. 2021 წლიდან მოყოლებული კომპანია ინტერნეტით უზრუნველყოფს მთისპირის საბავშვო ბაღს.









#ერთადვაშენებთმომავალს
2022 წლიდან მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში ტარდება არაფორმალური სწავლება, რომელიც გარემოსდაცვითი და განახლებადი ენერგიების თემებს მოიცავს. ტრენინგების ფარგლებში ტარდება შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან. უკვე შედგა შეხვედრები მწერალ დათო ტურაშვილსა და მომღერალ გიორგი სუხიტაშვილთან. უფროსკლასელები ყოველწლიურად დადიან ექსკურსიებზე. სკოლის მოსწავლეებმა მოინახულეს პეტრას ციხე და კინტრიშა ჰესი, ასევე – ვანის ნაქალაქარი და არქეოლოგიური მუზეუმი.

#ერთადვაშენებთმომავალს
2022 წელს მთისპირისა და ჩხაკაურას უფროსკლასელებს ეწვია და მომავლის პროფესიებზე ესაუბრა სან-დიეგოს უნივერსიტეტის დეკანი.

#ერთადვაშენებთმომავალს
2022 წლიდან ჰიდროენერგეტიკის, საინჟინრო და გარემოსდაცვით სპეციალობებზე ჩარიცხულ სტუდენტებს შეუძლიათ სასწავლო გრანტით სარგებლობა. გრანტი სწავლის გადასახადის 80%-ს ფარავს. ამ პროგრამით უკვე სარგებლობს მთისპირის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ჯაბა ბოლქვაძე.

#ერთადვაშენებთმომავალს
2022 წელს ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ჩატარდა საახალწლო კონცერტი მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლების მოსწავლეებისთვისა და მთისპირის საბავშვო ბაღის აღსაზრდელთათვის.

#ერთადვაშენებთმომავალს
2022-2023 წლებში USAID-ის საქართველოს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამამ და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია GREDA-მ ჩაატარეს ლექცია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უპირატესობების, ეკონომიკური ზრდისა და ქართველი ხალხის კეთილდღეობის შესახებ.


#ერთადვაშენებთმომავალს
2022-2023 წლებში სკოლებისა და მთისპირის საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის ჩატარდა ტრენინგები, რომელთა მიზანიც იყო პედაგოგთა კვალიფიკაციის ზრდა და ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავება.


#ერთადვაშენებთმომავალს
2023 წელს დედამიწის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის. ორივე სკოლაში გამოვლინდა 19 გამარჯვებული, რომლებიც „ბიბლუსის“ სასაჩუქრე ბარათებით დააჯილდოეს.



#ერთადვაშენებთმომავალს
2023-2024 წლებში უფროსკლასელებს ლექციები ჩაუტარეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს მრჩეველთა საბჭოს წევრებმა დავით თენიეშვილმა, ქრისტინე გურიელიძემ, ია მამალაძემ. იგეგმება მრჩეველთა საბჭოს სხვა წევრების ლექციებიც ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემებზე.

#ერთადვაშენებთმომავალს
2024 წელს სკოლებში დაარსდა ბახვი ჰესის ეკოკლუბი და მოსწავლეებმა აირჩიეს ეკოელჩები. ელჩების მოვალეობაა საკუთარ თემებში ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის საკითხების მიმართ.




#ერთადვაშენებთმომავალს
2024 წელს მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს სპეციალური ურნები გადავეცით, სადაც მოხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირებულად განთავსება.


#ერთადვაშენებთმომავალს
2024 წელს, დედამიწის დღის აღსანიშნავად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირსა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში ბახვი ჰესის ორგანიზებით, საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიმდებარე ტერიტორიები გაამწვანეს.