#ერთადვაშენებთკეთილდღეობას

2022 – 2025 წლებში კომპანიამ სოციალური პროექტების ნუსხაში, კეთილი ნებით, გაითვალისწინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება, რათა სოციალური პროგრამის სარგებელი განაწილებულიყო სამართლიანობის პრინციპის სრული დაცვით. პროექტის ფარგლებში ყოველთვიურ ფულად დახმარებას იღებს 43 ბენეფიციარი. პროგრამით სარგებლობენ მთისპირის თემის სოფლებსა და ჩხაკაურაში მცხოვრები შშმ პირები.

2023 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფოლკლორის ცენტრში ჩატარდა საახალწლო ზეიმი შშმ პირებისთვის. ღონისძიებას 80-ზე მეტი შშმ პირი დაესწრო.

2023-2025 წლებში ბახვი ჰესისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის – „ქალები ქალებისათვის“ – პარტნიორობით განხორციელდა პროექტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის. პროექტის ფარგლებში მათთვის ჩატარდა არა ერთი ტრენინგი და თერაპიული კურსი.
