ბიჟან ჰეშმათიაზარ - კომპანია ბახვი ჰესის პროექტის უფროსი მრჩეველი, სამოქალაქო ინჟინერი
ბატონი ბიჟანი კომპანია ბახვი ჰესში 2024 წლიდან მუშაობს. მისი პასუხისმგებლობის ქვეშაა ქვეკონტრაქტორებთან ურთიერთობები, სამშენებლო მასალების შესყიდვების ჯაჭვის მენეჯმენტი და სამუშაოების კოორდინაცია პროექტის პერიმეტრზე, ასევე, ტექნიკური ნახაზების შემოწმება, სამუშაოების ხარისხიანად და უსაფრთხოდ შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი, სამშენებლო პერიმეტრის ინსპექტირება, დიზაინერთან, კონტრაქტორებთან და ინჟინრებთან ურთიერთობა, რათა წარმოებული სამუშაოები იყოს სრულ შესაბამისობაში დიზაინის პროექტთან.
ბატონი ბიჟანი არის გამოცდილი სამოქალაქო ინჟინერი. მისი კარიერა 1998 წლიდან იწყება და 2018 წლამდე იგი სხვადასხვა მასშტაბის სამოქალაქო პროექტზე მუშაობდა ირანსა და ერაყში. 2018–2024 წლებში ის საქართველოში აგრძელებს კარიერას შპს „ელემენტ ქონსთრაქშენში“, სადაც იყო, ჯერ არაგვი 2 ჰესის, შემდეგ კი, მტკვარი ჰესის პროექტის მენეჯერი. აღნიშნული პროექტები მოიცავდა სათავე ნაგებობების, ჰესის შენობების, მისადენების, თევზსავალისა და წყალსაცავის მშენებლობებს. ის ასევე, მუშაობდა საცხოვრებელი სახლებისა და რეზიდენციების მშენებლობებზე, აუზებისა და სავარჯიშო სივრცეების პროექტებზე. მისი გამოცდილება მრავალფეროვანია, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ საინჟინრო, არამედ მშენებლობის ორგანიზაციასა და კონტრაქტორებთან ურთიერთობას.
ბატონი ბიჟანი არის თეირანის ისლამური აზადის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. პროფესიით სამოქალაქო ინჟინერი – 2001 წელი
Islamic Azad University of Tehran, Iran
1993 წელს კი მან დაამთავრა ნაციონალური კარტოგრაფიის ცენტრის ტექნიკური ინსტიტუტი Technical institute of National Cartographic Center – Tehran, Iran