ბახვი ჰესი გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს მფლობელი გახდა „ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს“ პროექტით. კატეგორია – მე-16 მიზანი „მშვიდობა, სამართლიანობა, ძლიერი ინსტიტუტები“.
ექსპერტის მოსაზრება: პიერ ბიდერმანი – გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების საერთაშორისო ექსპერტი – „უნდა აღვნიშნო, რომ მრჩეველთა საბჭოს მოდელი, ძალიან კარგი პრაქტიკაა. მართალი გითხრათ, სხვა ქვეყნებში ხშირად შემხვედრია მსგავსი პრაქტიკა, თუმცა, აქ კონტექსტს აქვს დიდი მნიშვნელობა. ვფიქრობ, საქართველოს შემთხვევაში ძალიან აქტიურია საზოგადოება, ადამიანებს სურთ თავიანთი აზრების გამოხატვა, მნიშვნელოვანი კითხვების დასმა, დისკუსიებში ჩართვა, ხმამაღლა და გაბედულად საუბარი მათთვის საინტერესო თემებზე. აქედან გამომდინარე, ბახვი ჰესის მიერ შერჩეული მიდგომა ძალიან ეფექტიანია იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული ადამიანი იყოს ჩართული პროცესებში და სწორედ, მრჩეველთა საბჭოს მეშვეობითაც გავრცელდეს ინფორმაცია ბახვი ჰესის შესახებ“.