#ჩვენერთადვაშენებთ
მდინარე ბახვისწყალზე განთავსებული ბახვი ჰესის პროექტის, ბახვი 1, 2ა და 2ბ ჰიდროელექტროსადგურების, თოთოეულ სათავე ნაგებებზე განთავსდება საფეხურიანი ტიპის თევზსავალი. თევზსავალთან ერთად იგეგმება სპეციალური თევზამრიდის მოწყობა.
თევზსავალი უზრუნველყოფს თევზის შეუფერხებელ გადაადგილებას მდინარის კალაპოტში დინების ზედა და ქვედა მიმართულებით.
თევზსავალის დიზაინის დაგეგმარებაში ჩართული იქნება დამოუკიდებელი გარემოსდაცვითი ექსპერტი დასავლეთ ევროპიდან.
კომპანია ბახვი ჰესი მშენებლობისა და ოპერირების დროს მუდმივად ჩაატარებს თევზის მონიტორინგს მოწვეული ექსპერტების მეშვეობით.
გთხოვთ იხილოთ ვიდეო: