ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების გუნდი აქტიურად მუშაობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში გაწერილი პირობების აღსრულებაზე. როგორც გახსოვთ, ბიომრავალფეროვნების კვლევები სამშენებლო ტერიტორიაზე 2021 – 2022 წლებში ჩაატარეს ბრიტანელმა და ფრანგმა გარემოსდაცვის ექსპერტებმა. მათ მიერ გაკეთებული კვლევა გახდა სამოქმედო გეგმის საფუძველი, რომელიც გულისხმობდა მშენებლობის პერიოდში ზიანის თავიდან ასაცილებლად შემარბილებელი ღონისძიებების ჩატარებას. მსოფლიოში აღიარებული ექსპერტების მიერ გაწერილი სამოქმედო გეგმის მიხედვით მუშაობა ბახვი ჰესის გუნდმა მშენებლობის დაწყების პირველივე დღეებიდან დაიწყო.
მიმდინარე მონიტორინგის გეგმა:
0)ზედაპირული წყლების ხარისხის მონიტორინგი. 1)საპროექტო დერეფანში და მის მიმდებარედ არსებული ჰაბიტატებისა და მცენარეული საფარის, მობინადრე და ვიზიტორი ცხოველების მონიტორინგი . 2)მდ. ბახვისწყლის ბიოლოგიური გარემოს კვლევა. 3)ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, რომელიც მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: 3.1 ჰაბიტატების მონიტორინგი; 3.2 ცხოველების მონიტორინგი; 3.3 რეპტილიებისა და ქვეწარმავლების მონიტორინგი. 4)ხმაურის, ვიბრაციისა და დამტვერიანების კვლევა
კვლევების ჩატარების პერიოდულობა: კვარტალში ერთხელ
გთხოვთ იხილოთ ვიდეო: