
პარტნიორობა


2021 წლის შემოდგომაზე დაიწყო პარტნიორობა USAID-ისთან. კერძოდ, კომპანია ბახვი ჰესმა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამებთან გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმები. პარტნიორებმა ერთობლივად განახორციელეს ისეთი პროექტები, როგორებიცაა ბახმაროს განათება ენერგოეფექტური, LED-განათებების სისტემით და ასოციაცია „ჩაის გზის“ გაძლიერება.
#ერთადვაშენებთინფრასტრუქტურას
2022 წელს ბახმაროში, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამასთან პარტნიორობით, განხორციელდა უპრეცედენტო პროექტი, რომლის შედეგადაც, ენერგოეფექტური LED-განათების სისტემის გამოყენებით, განათდა ბახმაროს ცენტრალური გზა. პროექტი განხორციელდა ბახმაროს ტურისტული პოტენციალისა და გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინებით. ცენტრალური გზის 4.5-კილომეტრიან ზოლზე გამოიცვალა ბოძები, საჰაერო გაყვანილობამ გადაინაცვლა მიწის ქვეშ (რაც უზრუნველყოფს მის მეტად დაცულობასა და მდგრადობას) და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED-ნათურები. სამშენებლო სამუშაოებზე კომპანიის თანამშრომლებთან ერთად დასაქმებულნი იყვნენ ადგილობრივებიც. დასრულებული პროექტი სამართავად გადაეცა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს.
#ერთადვაშენებთ
ტურიზმსდაეკონომიკას


2021 წლიდან ბახვი ჰესი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად აქტიურად უჭერდა მხარს მცირე მეწარმეებს გურიაში. პროექტი დაეხმარა ასოციაცია „ჩაის გზას“ და გააძლიერა ინსტიტუციური მხარე, მის ორგანიზაციული მდგრადობა, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო გურული ჩაის პოპულარიზაციას, შეიქმნა ერთიანი ბრენდინგი, მარშრუტი „ჩაის გზა“. მასში მოქცეული 20-მდე სამოსახლო გადამზადდა სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით.
2022 – 2024 წლებში სისტემატურად იმართებოდა ჩაის ფესტივალები, გამოფენა-გაყიდვები და გასვლითი ღონისძიებები, სადაც ადგილობრივი მეწარმეები ეცნობოდნენ სიახლეებს, იძენდნენ ახალ უნარ-ჩვევებს და პოპულარიზაციას უწევდნენ თავიანთ პროდუქციას, ახდენდნენ მის რეალიზაციას.
აღსანიშნავია, რომ ამ და სხვა ღონისძიებების შედეგად ყოველწლიურად იზრდება „ჩაის გზის“ ცნობადობა, რაც მომავალში აუცილებლად გამოიხატება რეალიზებული პროდუქციის გაზრდილ მაჩვენებელსა და მეტ ვიზიტორში. მაგალითისთვის, 2025 წელს “ჩაის გზის“ ტურისტულ ლოკაციებზე ვიზიტორების რაოდენობა 6500-ს აღემატებოდა, როცა 2022 წელს ეს მონაცემი 2000 იყო. ვიზიტორების ზრდასთან ერთად, გაიზარდა მასპინძელი ობიექტების შემოსავალი. გურული ჩაის წარმოება კი, 2022 წელთან შედარებით, 25%-ითაა გაზრდილი 2025 წელს.

2023 წლიდან ბახვი ჰესი მეწარმე ქალთა გაძლიერების მიზნით აქტიურად თანამშრომლობდა ორგანიზაციასთან „ქალები მომავლისთვის, ჩხაკაურას თემი“, რომლის დაარსების მიზანიც ჩხაკაურაში მცხოვრებ ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებაა. კომპანიამ მათ საჩუქრად გადასცა კომპიუტერული ტექნიკა.
#ერთადვაშენებთმემკვიდრეობას
2023 წელს ბახვი ჰესი ცნობილი ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის, საავტორო ფილმ „გურიის“ ერთ-ერთი სპონსორი გახდა. ფილმის გადაღების დაფინანსების მიზანი, რეგიონის ცნობადობის გაზრდა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ასპარეზზე გურიის კიდევ უფრო მეტად წარმოჩენაა. ფილმის სცენარის ავტორები თავად ლევან კოღუაშვილი, ბორის ფრუმინი და ცნობილი ქართველი მწერალი, „გურული დღიურების“ ავტორი, გიორგი კეკელიძე არიან.
