ბახვი ჰესის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში 2024 წლის 31 მარტიდან დაიწყო პროგრამა, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, კერძოდ მთისპირის თემში, გზების მოხრეშვისა და მოსწორების სამუშაოების განხორციელებას გულისხმობს.
პროგრამის ფარგლებში უკვე ჩატარდა სოფლების – უკანავას, მთისპირისა და ვანისქედის გზების რეაბილიტაცია. ახლა მიმდინარეობს სოფელების – მშვიდობაურისა და ოქროსქედის გზების მოხრეშვისა და მოსწორების სამუშაოები.
ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მოხრეშვა-მოსწორების სამუშაოები ჯამში 5 კილომეტრიანი სიგრძის გზის მონაკვეთზე განხორციელდა.