
#ერთადვაშენებთინფრასტრუქტურას
ვანისქედის სოფლის მაცხოვრებლებს სუფთა წყალზე წვდომა მუდმივ რეჟიმში ექნებათ
2023-2024 წლებში განხორციელდა მნიშვნელოვანი და მასშტაბური სოციალური პროექტი – სოფელ ვანისქედში მცხოვრები 47 ოჯახისთვის სუფთა წყლის მიწოდების სისტემის მშენებლობა. მის ფარგლებში განხორციელდა დაქსელვა, ოჯახებში დამონტაჟდა მრიცხველები, აშენდა და აღიჭურვა სატუმბი სადგური. პროექტი 2024 წლის ბოლოს დასრულდა და სამართავად გადაეცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს. პროექტში დასაქმებულები იყვნენ ადგილობრივებიც.

#ერთადვაშენებთინფრასტრუქტურას
გაუმჯობესდა სამშენებლო პერიმეტრი და მოეწყო გზები
გაუმჯობესდა სამშენებლო პერიმეტრში მოქცეული 22-კილომეტრიანი გზის მონაკვეთები და აშენდა 11 კილომეტრის სიგრძის ახალი გზა. დასაქმებულნი იყვნენ ადგილობრივი მცხოვრებნიც. პროექტის უპირველესი ამოცანა იყო მათთვის ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
