2022 წლის 7 ივნისს, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლის უფროსკლასელთათვის (9,10,11,12 კლასები) კიდევ ერთი შეხვედრა დაიგეგმა. ამჯერად, კომპანიის მოწვევით, მთისპირის საჯარო სკოლას საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციისა (GREDA) და „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის” ახალგაზრდა სპეციალისტები სტუმრობდნენ. GREDA-ს წარმომადგენლებმა საქართელოში განახლებადი ენერგიის განვითარება-გამოყენებასთან დაკავშირებით მომზადებული მასალები გააცნეს ახალგაზრდებს. ინიციატივა მიზნად ისახავს, ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციას, სადაც ახალგაზრდა ადამიანს შეუძლია იპოვოს საკუთარი თავი, განვითარდეს პროფესიულად და ჰქონდეს წარმატებული კარიერა.
შეხვედრას უძღვებოდნენ GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ირინა პეტრიაშვილი და პროექტების მენეჯერი მატა გორდეზიანი ასევე „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის” ბაზრის ანალიტიკოსი გუგა კუპრაძე. სტუმრებმა უფროსკლასელებს გაუზიარეს ენერგეტიკის სექტორში მუშაობის გამოცდილება, რა გამოწვევები აქვთ მუშაობის პროცესში, რა დადებითი მხარე და პერსპექტივები აქვს ენერგეტიკოსის პროფესიის არჩევას და რა ფუნქცია-მოვალეობები გააჩნიათ ყოველდღიურ საქმიანობაში. შეხვედრა წარიმართა პრეზენტაციის და შემდეგ დისკუსიის ფორმატში.
„საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციისთვის” ერთ-ერთი უპირველესი ამოცანა განახლებად ენერგიასთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის სწროი ინფორმაციის მიწოდებაა. წელს ჩვენმა ასოციაციამ საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტი წამოიწყო, რომლის მიზანი საქართველოს მასშტაბით უფროსი კლასის მოსწავლეებში განახლებად ენერგიასთან და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებაა. ამავდროულად, დღეს კრიტიკული მნიშვნელობა შეიძინა ახალგაზრდებში ენერგეტიკის დარგის პოპულარიზებამ და მათთვის დარგში არსებული კარიერული შესაძლებობების გაცნობამაც, რადგან ბაზარზე ახალგაზრდა სპეციალისტების მწვავე დეფიციტია. გვსურს მადლობა გადავუხადოთ ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განამახორციელებელ კომპანიას საჭირო და დროული ინიციატივის ფარგლებში მთისპირის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის ორგანიზებისთვის. გურიის ჰიდროპოტენციალის ათვისებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ადგილობრივ ახალგაზრდებში ენერგეტიკით დაინტერესებას, რათა მომავალში გურიის ელექტროსადგურებში მეტი ადგილობრივი სპეციალისტი დასაქმდეს”.
„GREDA ასოციაციაა, რომელიც განახლებადი ენერგიის მიმართულებით მუშაობას. მოხარულნი ვართ, რომ ასოციაციის დახმარებით, გვაქვს შესაძლებლობა მთისპირის სკოლის მოსწავლეებს სექტორში მომუშავე ექსპერტები გავაცნოთ. უნდა ითქვას, რომ დღეს ეს შეხვედრა შედგა და უფროსკლასელებმა უშუალოდ ამ დარგის ახალგაზრდა პროფესიონალებისგან შეიტყვეს ბევრი ახალი რამ ენერგეტიკაზე როგორც დარგზე და პროფესიულ არჩევანზე. ჩვენ, ჩვენის მხივ შეგვიძლია, და გაცხადებულიც გვაქვს ეს შესაძლებლობა, რომ ხელს შევუწყობთ და წავახალისებთ ახალგაზრდებს, თუკი საკუთარ მომავალს ენერგეტიკას დაუკავშირებენ” – განაცხადა დავით მიქელაძემ, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა.