ჩვენი გმირები
2023 წელს ბახვი ჰესმა შექმნა ახალი ონლაინ პროექტი „ჩვენი გმირები“, რომელიც გვაცნობს ადამიანებს გურიიდან. მათ, ვინც შრომობს, ქმნის, არ ნებდება და გამოსდის საქმე. საქმე, რომელიც ღირებულია, მისაბაძი და აუცილებლად არის აღიარების ღირსი. ჩვენ გადავიღეთ 13 ვიდეო იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ჩვენი გურიაში ყოფნის სამი წლის განმავლობაში გავიცანით. 13-მა განსხვავებულმა რესპონდენტმა საკუთარი გამოცდილება, ხედვები და სამომავლო გეგმები გაგვიზიარა. ბახვი ჰესმა აღნიშნული პროექტი ადგილობრივ მოსახლეობასთან ხშირი და გამჭვირვალე კომუნიკაციის იდეის საფუძველზე შექმნა. იმედი გვაქვს, ეს ცოდნა და გამოცდილება მსმენელებს შთააგონებს და ასწავლის იდეის ერთგულებასა და მიზნის მისაღწევად ყველა დაბრკოლების გადალახვას.
მარინა ჩიხლაძე: „ჩაის გზის“ პროექტმა ჩემთვის და ჩემნაირებისთვის გზა გახსნა
მარინა ჩიხლაძე მცირე მეწარმეა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთიდან. შექმნილი აქვს ტურისტული ლოკაცია „სამზეურა“ და მასთან მისულ სტუმრებს აცნობს ტრადიციულ გურულ კარმიდამოს, სამზარეულოს, თვითმყოფადობასა და ავთენტურობას.…
ნოემბერი 27, 2021