– ბატონო დავით, როგორ დაახასიათებთ ჰიდროენერგეტიკას და არის თუ არა ის მწვანე ენერგიის წყარო?
– ჰიდროენერგეტიკა არამც თუ მწვანე და განახლებადი ენერგიის რესურსია, არამედ ქარისა და მზის სადგურებისგან განსხვავებით სტაბილური ენერგიის წყაროა. ქარი და მზის სადგურების მუშაობა მეტწილად დამოკიდებულია ბუნებრივ პირობებზე, მაშინ როცა ჰიდროელექტროსადგურები სტაბილური ენერგიის წყაროა. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სხვა ენერგიის ფორმებთან შედარებით ჰოდროექლექტროსადგურები ე.წ სათბური გაზების დაბალი გამოყოფით/წარმოქმნით გამოირჩევა. მოგეხსენებათ რომ სათბური გაზები არის გლობალორუ დათბობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი განმაპირობებელი და მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ქვეყანა გლობალურ დათბობას სწორედ განახლებად, მწვანე ენერგიაზე გადასვლით ებრძვის. მაგალითად, ბახვი 2 ჰესის ფუნქციონირების სრული ციკლის მანძილზე 55 ათასი ტონა სათბური აირების გაფრქვევის თავიდან აცილება მოხდება. ეს კი, რომ წარმოიდგინოთ, 24 000 ტონა ბენზინის მოხმარებისას გამოყოფილი ემისიების რაოდენობას უტოლდება.
– ხშირად საუბრობთ გარემოსდაცვით ასპექტებზე, იმაზე თუ რა შემარბილებელი ღონისძიებები უნდა გატარდეს, რათა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის და მისი ფუნქციონირების პერიოდში ბიომრავაფლეროვნებაზე გავლენა ნაკლები იყოს
– მოგეხსენებათ, ბიომრავალფეროვნების, ასევე კლიმატის და კუმულაციის კვლევა უცხოელი ექსპერტების მეშვეობით განხორციელდა. მათ მოგვიმზადეს ყოვლისმომცველი რეკომენდაციები, რომლებიც რიგ შემთხვევაში მიმართლია ზემოქმედების შემცირებისა და თავიდან აცილების, ხოლო რიგ შემთხვევებში კი, მიყენებული ზემოქმედების კომპენსაციაზე. რთული, მაგრამ საინტერესო პერიოდი გვაქვს წინ. ერთის მხრივ, უნდა ავაშენოთ ჰიდროელექტროსადგური და მეორე მხრივ, განსაკუთრებით კი, მე და ჩემმა გუნდა, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ბიომრავალფეროვნების დაცვის თვალსაზრისით შემარბილებელი ღონისძიებების საუკეთესო პრაქტიკები გატარდეს.
– თქვენ გუნდი ახსენეთ და რამდენი ადამიანი მუშაობს გუნდში?
– ამ ეტაპზე გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების განყოფილებაში ჩემი ჩათვლით ოთხნი ვართ. ჩვენ ოზურგეთის ოფისში ვმუშაობთ, თუმცა ძირითადად გასულები ვართ და ველზე გვიწევს საქმიანობა. გუნდში გვყავს მთისპირის მკვიდრი მაია ჩავლეშვილი, რომელიც მოსახლეობასთან ურთიერთობის ოფიცერია, მას მუდმივ რეჟიმში აქვს შეხვედრები როგორც მთისპირის თემის, ასევე ჩხაკაურას მოსახლეობასთან და პროექტთან დაკავშირებით მათ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს ეცნობა. ჩვენი გუნდის წევრია ნოდარ თხელიძე, რომელიც გარემოსდაცვის ოფიცერია და მოსე დათუნაიშვილი, რომელიც სოფელი დვაბზუს მკვიდრია. ის მეტყევე ინჟინერის პოზიციაზე მუშაობს და მის მოვალეობებში შედის ტყეში განხორციელებული სამუშაოების კონტროლი.
ჩვენი ფუნქცია მოვალეობები ნაწილდება გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებს შორის. ორივე მიმართულება ძალიან მნიშნელოვანია, ერთი ზრუნავს გარემოსა და ბიომრავალფეროვნებაზე, მეორე კი ადამიანებზე. ზუსტად ესაა ჩვენი კომპანიის გზავნილიც. ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, გარემოსა და რეგიონის განვითარებაზე. ვაცნობიერებთ, რომ საკმაოდ სერიოზული საქმე გვაბარია და დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენს ფუნქცია-მოვალეობებს. ვფიქრობ, თუ გიყვარს სამშობლო, ადამიანები და მნიშვნელოვანია გარემო, სადაც ცხოვრობ, ასევე თუკი, აცნობერებ, რომ აქ უნდა იცხოვრონ მომავალმა თაობებმა, აუცილებლად აიღებ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რომ კეთილსინდისიერად აკეთო საქმე რაც გავალია და როცა პროექტი შედგება, არ შეგრცხვება უკან მოხედვის და ამაყად მოუყვები შვილებს, რომ ამ პროექტის განხორციელებაში შენი დიდი წვლილია.