გაცნობებთ, რომ მდინარე ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დაგეგმილი ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით გაიმართება 2022 წლის 10 და 11 თებერვალს.
თარიღი, დრო და ადგილმდებარეობა ასე განისაზღვრა:
2022 წლის 10 თებერვალი
10:00 საათი – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
16:30 საათი – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა
2022 წლის 11 თებერვალი
10:30 საათი – ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი მთისპირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
16:30 საათი – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩხაკაურას ადმინისტრაციული შენობა
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საჯარო განხილვის ორგანიზატორიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.
ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის გზშ-ს ანგარიში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩაბარდა 2021 წლის 20 დეკემბერს და სამინისტროს ოფიციალური გვერდზე გასაჯაროვდა 2021 წლის 23 დეკემბერს.
გთხოვთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიერ გამოქვეყნებული განცხადება იხილოთ შემდეგ ლინკზე: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33602