
ტარას ნიჟარაძე - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
ბატონი ტარას ნიჟარაძე ბახვი ჰესის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად 2022 წლის 4 აგვისტოს დაინიშნა. იგი 2006 წლიდან შპს „ენერგო-არაგვის” თანადამფუძნებელი და დირექტორია, ასევე საქართველოში მოქმედი რამდენიმე ჰიდროენერგეტიკული კომპანიის აქციონერი და ბორდის წევრი.
1993 წელს ბატონმა ტარასმა პარტნიორებთან ერთად დააფუძნა შპს „ჯადვარი-აბიესი”, რომელიც დანიაში კავკასიური სოჭის თესლის ექსპორტით არის დაკავებული — 2008 წლამდე ის ამ კომპანიის დირექტორი იყო. 2002 წელს დააფუძნა შპს „სი თი ეს” (Carlson Wagonlit Travel-ის წარმომადგენელი საქართველოში) და 2005-2011 წლებში მასაც ხელმძღვანელობდა. 1998-2012 წლებში იყო სს „ბაზისბანკის” აქციონერი, ხოლო 1999-2012 წლებში — მისი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და თავმჯდომარე. 2014 წლიდან ხელმძღვანელობს სასოფლო-სამეურნეო კომპანიების ჯგუფსაც, რომლის ფარგლებში აშენდა თანამედროვე ბაღები და სამაცივრე მეურნეობა — პროექტი EBRD-ისა და USAID-ის მიერ ერთ-ერთ წარმატებულ პრაქტიკად არის აღიარებული. 2013 წლიდან არის სს მიკრობანკი “ემბისის” (იმჟამად მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალი) პარტნიორი, ხოლო 2013-2024 წლებში იყო მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
ბატონმა ტარას ნიჟარაძემ 1986 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი და მიიღო ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები ნახევარგამტარების ფიზიკის სპეციალობით. სამეცნიერო კარიერა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბაზაზე არსებულ სტრუქტურული კვლევების რესპუბლიკურ ცენტრში, მეცნიერ-მკვლევარის პოზიციაზე.
