
ირაკლი აბაიშვილი - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
ბატონმა ირაკლი აბაიშვილმა ბახვი ჰესის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობა 2022 წლის 4 აგვისტოს დაიკავა. მისი ძირითადი საქმიანობა 2016 წლიდან დაკავშირებულია კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგთან, სადაც ის ზედამხედველობს ფონდის ფინანსურ, კომერციულ, აუდიტისა და საოპერაციო მიმართულებებს და ხელს უწყობს პორტფელურ კომპანიებში საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესებას.
2012-2016 წლებში კომპანია სს „ვითიბი ბანკი საქართველოს” ჯერ მთავარი ბიზნეს ანალიტიკოსის, ხოლო შემდეგ საკრედიტო რისკების მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობისას ბატონი ირაკლი პასუხისმგებელი იყო სხვადასხვა კომპანიის საკრედიტო და ფინანსურ ანალიზსა და ბანკის პორტფელის ხარისხის მართვაზე. 2012 წლამდე ის მუშაობდა პროკრედიტ ბანკში მცირე მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით.
ბატონი აბაიშვილი ფლობს MBA ხარისხს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტიდან და ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
იგი არის CFA charter holder და CFA Society Sweden-ის წევრი.
