
გიგლა სიხარულიძე - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
ბატონი გიგლა სიხარულიძე ბახვი ჰესის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ 2022 წლის 4 აგვისტოს დაინიშნა. მისი ძირითადი სამუშაო ადგილი კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგია, სადაც ის 2014 წლიდან პასუხისმგებელია საქართველოში განსახორციელებელი სხვადასხვა ჰიდროენერგეტიკული პროექტების საინვესტიციო პოტენციალის ტექნიკურ შეფასებაზე.
2011-2013 წლებში საქართველოში კომპანია Deloitte Consulting-ის ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების ხელშეწყობის პროექტის ინჟინერ-ჰიდროენერგეტიკოსის თანამდებობაზე მუშაობისას ბატონ გიგლას ევალებოდა წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევების შემუშავება ჰიდროელექტროსადგურების იმ სხვადასხვა პროექტისთვის, რომლებიც საქართველოში არსებულ ოთხ წყალშემკრებ აუზს მოიცავს.
ბატონმა გიგლა სიხარულიძემ დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მიიღო ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომები ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობით.
