წყლის ეკოსისტემა
ბახვი 1 და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურების პროექტებში გათვალისწინებულია როგორც თევზამრიდის, ისე საფეხურებიანი ტიპის თევზსავალის მოწყობა სათავე ნაგებობებზე, რაც უზრუნველყოფს თევზის შეუფერხებელ გადაადგილებას მდინარის კალაპოტში დინების ორივე მიმართულებით. მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტებიდან და გარემოს ეროვნული სააგენტოს მოთხოვნებიდან გამომდინარე, იქთიოლოგიის მაღალი რეპუტაციის მქონე სპეციალისტის მიერ მდინარის მდგომარეობის შესასწავლად ჩატარდა საბაზისო კვლევა, რომლის საფუძველზეც გაგრძელდება დაკვირვება ზემოქმედებასა და შესაბამის შემარბილებელ ღონისძიებებზე.
ბახვი 1 და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურების ექსპლოატაციის პროცესი არცერთ ეტაპზე არ იწვევს წყლის დაბინძურებას. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, მშენებლობის ეტაპზე გათვალისწინებულია წყლისა და მიწის დაბინძურების შემარბილებელი ღონისძიებები.
ჰიდროელექტროსადგურის ოპერირების პერიოდში, ბახვი ჰესი ყოველწლიურად განახორციელებს მდინარე ბახვისწყლის დათევზიანებას. ყოველწლიურად გაიშვება 34 000 ცალი თვალობის სტადიაში მყოფი ლიფსიტა, რაც ეფექტიან მეთოდად ითვლება თევზის პოპულაციის ზრდისათვის და გამართლებული პრაქტიკაა საქართველოში სხვა ჰიდროელექტროსადგურების მაგალითზე.