
კლიმატი

კლიმატი და მასთან დაკავშირებული მოვლენები სულ უფრო აქტუალური ხდება მთელს მსოფლიოში. 2023 წლის დეკემბერში გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე სამიტის მონაწილე ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ისტორიულ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, წიაღისეული საწვავის ჩანაცვლების მიზნით, უნდა გასამმაგდეს განახლებადი ენერგიის მოცულობა. კლიმატის ცვლილებას იწვევს გარემოში ჭარბი ოდენობით სათბური აირების გაფრქვევა. ამ პროცესის შესაჩერებლად და, შესაბამისად, დედამიწის გადასარჩენად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზაა, რაც შეიძლება სწრაფი ტემპით გადასვლა განახლებადი, ანუ „მწვანე“ ენერგიის წყაროებზე.
საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე და, ასევე, მოსახლეობაში არსებული გარკვეული შიშების გასაფანტად, კომპანია ბახვი ჰესმა მოიწვია საერთაშორისო ექსპერტი პიერ ბიდერმანი, რომელმაც შეაფასა კლიმატის ცვლილების საფრთხე პროექტის განხორციელების არეალსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. კვლევის დასკვნა ასე ჩამოყალიბდა: ბახვი 1 და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურების მცირე მასშტაბიდან გამომდინარე, პროექტები კლიმატზე გავლენას არ (და ვერ) მოახდენს. კვლევა მომზადდა ჰიდროენერგეტიკის საერთაშორისო ასოციაციის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით.
ბახვი 1 ჰესი
ფუნქციონირების სრული ციკლის მანძილზე წელიწადში თავიდან ავიცილებთ გარემოში 18 ათასი ტონა ნახშირორჟანგის გაფრქვევის, რაც უტოლდება 8 ათასი ტონა ბენზინის მოხმარებისას გამოყოფილი ნახშირორჟანგის მოცულობას.
ბახვი 2 ჰესი
ფუნქციონირების სრული ციკლის მანძილზე თავიდან ავიცილებთ 55 ათასი ტონა სათბური აირების გაფრქვევას, რაც უტოლდება 24 ათასი ტონა ბენზინის მოხმარებისას გამოყოფილი აირების მოცულობას.