გიორგი აბრამიშილი - კომპანია ბახვი ჰესის დირექტორი
ბატონმა გიორგიმ კომპანია ბახვი ჰესში მუშაობა დაიწყო 2022 წელს. იგი პასუხისმგებელია ბახვი 1 და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურების, რომელთა ჯამური სიმძლავრეა 48 მეგავატი, პროექტების მართვაზე და წარმატებით განხორციელებაზე. მას აქვს 25 წლიანი გამოცდილება კერძო სექტორში მენეჯერულ და ლიდერულ პოზიციებზე. მისი საქმიანობის ძირითადი სფეროა ენერგეტიკული პროექტების განვითარება და მართვა. მისი უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა ლახამის ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრე 18 მეგავატს შეადგენს. იგი იყო გარდაბანის თბოელექტროსადგურის გენერალური დირექტორი. ამ პოზიციაზე ყოფნის დროს მან 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. შექმნა ახლად დაარსებული კომპანიის სტრუქტურა, რომელიც პასუხობდა თანამედროვე და გამჭვირვალე კომპანიის მოთხოვნებს და რომელიც გახდა ფინანსურად მიმზიდველი ბიზნესი. მისი მოვალეობა იყო კომპანიის ყველა ტექნიკური, ფინანსური და სამართლებრივი ასპექტის ზედამხედველობა, კომუნიკაცია მთავრობასთან და კონტრაქტორებთან. ბატონი გიორგი 2 წილს განმავლობაში იყო 450 მეგავატი სიმძალვრის მქონე ნამახვანი ჰესის პროექტის გენერალური დირექტორი, რის შედეგადაც მოხდა პროექტის ოპტიმიზირება გარემოს დაცვის კითხით და გახდა საინვესტიციოთ მეტად მიმზიდველი. 2014 წლიდან იგი არის კომპანია „ენერჯი სოლუშენის“, ხოლო 2019 წლიდან კომპანია „თრეიდინგ სოლუშენის“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. პირველის საქმიანობაა განახლებად ენერგიების სფეროში ენერგეტიკული პროექტების მოძიება და განვითარება, ხოლო მეორესი კი ელექტრონეერგით ვაჭრობა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.
გიორგი აბრამიშვილმა დააფუძნა საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია GREDA და 2017 წლის დეკემბრიდან დღემდე არის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. GREDA საქართველოს განახლებადი ენერგიის ბიზნესში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების მიზნით აერთიანებს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დეველოპერებისა და ინვესტორების უმრავლესობას. აგრეთვე 2022 წლიდან ის არის Junior Achievements of Georgia სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ახალგაზრდებში მეწარმეობის (Entrepreneurship) და ბიზნესის წარმოების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას და განვითარებას.
ენერგეტიკის სექტორში ჩართვამდე, ბატონი გიორგი საქმიანობდა უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და საგამომცემლო სექტორებში. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ორგანიზაციების, Dutch House, German Corporation for International Cooperation (G.I.Z) და Siesta Publishing House, დაფუძნებასა და მართვაში.
ბატონი გიორგი არის ზაარლანდის უნივერსიტეტის (University of Saarland) კურსდამთავრებული. მან კიდევ უფრო გააფართოვა თავისი ცოდნა კოლორადოს უნივერსიტეტში (University of Colorado) გლობალური ენერგიის მენეჯმენტის შესწავლით.